300-ზე მეტი მედიასაშუალება დონალდ ტრამპის მიერ მედიაზე თავდასხმას გმობს
300-ზე მეტი მედიასაშუალება დონალდ ტრამპის მიერ მედიაზე თავდასხმას გმობს

გაზეთ The Boston Globe-ის მოწოდებით კამპანიას 300-ზე მეტი მედიასაშუალება  შეუერთდა და სარედაქციო სტატიები გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე თავდასხმაა დაგმობილი.

საპროტესტო კამპანიას შეუერთდნენ, როგორც აშშ-ის რეგიონული გამოცემები, ისე გავლენიანი ნაციონალური გაზეთები, როგორიცაა The New York Times. აქციას რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაც შეუერთდა, მაგალითად, ბრიტანული The Guardian-ი.

პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ და განაცხადა, რომ ისინი მის წინააღმდეგ ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამოცემამ The Wall Street Journal კამპანიაში ჩართვაზე უარი განაცხადა. რედაქტორის მოადგილის, ჯეიმს ფრიმანის აზრით, The Boston Globe-ს ინიციატივა ცალკეული გამოცემების სარედაქციო კოლეგიების პოლიტიკის დამოუკიდებლობას ლახავს. გარდა ამისა, ფრიმანი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ისევე აქვს სიტყვის თავისუფლების უფლება, როგორც მედიასაშუალებებს.