300 არაგველის სახელობის სკვერში „კრწანისობა 2019“ გაიმართა [ფოტო]
300 არაგველის სახელობის სკვერში „კრწანისობა 2019“ გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მერი, კრწანისის რაიონის გამგებელი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო და სასულიერო პირები.
300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, შემდეგ კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა.
ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მაყურებელს საბრძოლო ხელოვნების შოუ წარუდგინეს.
ამასთან, დღეს კრწანისის ბრძოლაში დაღუპული წმინდანების ხსენების დღეა. 1795 წელს კრწანისის ომში დაღუპული 300 არაგველი, სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2008 წელს წმინდანად შერაცხა.





