30 ნოემბერს კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
30 ნოემბერს კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 30 ნოემბერს, კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, დავით ნოზაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ალილო“, ნეკა სებისკვერაძე, ნატუკა კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე და კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი;

საღამოზე შესრულდება ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად კონცერტისთვის შეიქმნა.

კონცერტიდან 2-3 თვეში გამოიცემა ახალი დისკი, სადაც კომპოზიციების ახალი ვერსიები შევა. სტუდიურ ვერსიებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.