30 ივლისის შემდეგ პირველად, ინგლისში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
30 ივლისის შემდეგ პირველად, ინგლისში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

30 ივლისის შემდეგ პირველად, ინგლისში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომების შემსუბუქებას გეგმავს.

სავარაუდოდ, ქვეყანაში რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები გაიხსნება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 127 609 ადამიანი.