30 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს
30 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.