3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

15:21, 14.08.2026

2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულების პროექტს ​ცესკო-ს სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

აღნიშნული არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება. ცესკო თანხის მიღების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს მიმართავს.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 18 აგვისტოსი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისთვის კონკურსი გამოცხადდება, მათი შერჩევა კი 23 ან 24 აგვისტოს უნდა მოხდეს.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების აუცილებლობა გამოიწვია საკრებულოს წევრებისთვის – ბექა ლაჭყეპიანისთვის (ვანი), რამაზ ხინიკაძისთვის (წალკა), ილია სარსევანიძისთვის (დმანისი) და ადამე მოზაიძისთვის (ახმეტა) უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტამ.

მსგავსი