3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩიეს
3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩიეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას და არჩევნებში ჩართულ მხარეებს 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიიის 3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩა.

„კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, ვინც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 16 ადგილობრივი ორგანიზაციის 84 დამკვირვებელი, ხუთი საარჩევნო სუბიექტის 38 წარმომადგენელი და ერთი მედიასაშუალების ორი წარმომადგენელი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დაზუსტებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, 22 942 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 25 201 კონკურსანტის განაცხადი, რაც ერთ ვაკანტურ ადგილას საშუალოდ  1,14 მეასედი საკონკურსო კოეფიციენტია.

„თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებულ ექვს ვაკანსიაზე ნაკლები განაცხადი შესული იყო 3 657 საარჩევნო უბნიდან 18 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების რაოდენობის 0,49 პროცენტი, ხოლო ზუსტად ექვსი განაცხადი შევიდა 1 978 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 51,35 პროცენტია. ასევე ექვს ვაკანტურ ადგილზე შვიდი განცხადება შევიდა 955 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 26,11 პროცენტი, ხოლო შვიდზე მეტი განცხადება შევიდა უბნების 22 პროცენტზე, რაც რაოდენობრივად არის 806 საარჩევნო უბანი.

კონკურსში მონაწილე 25 201 კონკურსანტიდან 892, ანუ 3, 54 პროცენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ამოღებული იქნა კონკურსანტთა სიიდან, ვინაიდან მათ დაუფიქსირდათ ბოლო საერთო არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშვნა, რაც აკრძალულია. ახალი რეგულაციების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კონკურსანტთა სიის გაცნობისას ვალდებულია, განაცხადოს კონკურსანტთა შორის კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავის არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის საობნო საარჩევნო კომიიისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში. მსგავსი განცხადებით კომისიებს მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების 66-მა წევრმა, მათ 44 საარჩევნო უბანზე კომისის წევრების არჩევის პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ პირებს, მიქელაძის განმარტებით, არჩეული 21 894 წევრიდან 21 513, რაც საერთო რაოდენობის 98,26 პროცენტია, არჩეული იყო მაღალი ქვორუმით.

„კერძოდ, ცხრა და მეტი ხმით. 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ცხრა წევრი,11 ხმით 1 225 წევრი ,10 ხმით 13 703, ცხრა ხმით 6 576 წევრი, რვა ხმით 366 წევრი, ხოლო მინიმალური ქვორუმით, ანუ შვიდი ხმით არჩეულ იქნა კომისიის 15 წევრი. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან ბოლო ექვს არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 886 პირს, რაც საერთო რაოდენობის 77,13 პროცენტია. დანარჩენ არჩეულ პირთაგან 22,87 პროცენტს საარჩევნო გამოცდილება მიღებული აქვს სხვადასხვა არჩევნებზე კომიისიის წევრად, დამკვირვებლად ან წარმომადგენლად.

აღსანიშნავია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან 99, 99 პროცენტს არ უფიქსირდება ბოლო 2 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისას არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკო-ს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები. არც ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განკარგულება უფლებამოსილი პირების მიერ ამ დროისთვის არ ყოფილა გასაჩივრებული“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.