29 წლის შიურლემ კარიერა დაასრულა
29 წლის შიურლემ კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრე შიურლემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – წერს გამოცემა „შპიგელი“.

გერმანელმა ფეხბურთელმა სპორტისთვის თავის დანებება 29 წლის ასაკში გადაწყვიტა.

შიურლეს ბოლო კლუბი იყო „დორტმუნდი“. ის ამ გუნდში 2016 წელს „ვოლფსბურგიდან“ მივიდა. მანამდე ნახევარმცველმა ითამაშა „მაინცში“, „ლევერკუზენსა“ და „ჩელსიში“, ასევე იჯარით გამოდიოდა „ფულჰემსა“ და „სპარტაკში“.

შიურლე ინგლისის ჩემპიონი იყო „ჩელსის“ რიგებში, მოიპოვა გერმანიის თასი და სუპერთასი „ვოლფსბურში“. გერმანიის ნაკრებში ის 2010-17 წლებში თამაშობდა და 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.