29 თებერვლიდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმა და თოვლი, ასევე ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი
29 თებერვლიდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმა და თოვლი, ასევე ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 თებერვლის დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

გარდა ამისა, სინოპტიკოსები ზღვაზე ოთხ-ხუთბალიან შტორმსაც ელოდებიან.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.