29 მაისის 23:00 საათიდან 30 მაისის 05:00 საათამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
29 მაისის 23:00 საათიდან 30 მაისის 05:00 საათამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 29 მაისის 23:00 სთ-დან 30 მაისის 05:00 სთ-მდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებზე.