29 ივნისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
29 ივნისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 29 ივნისიდან, რამდენიმე დღით, მნიშვნელოვნად დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისს-პირველ ივლისს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა ნავარაუდევი, ზღვაზე კი, შესაძლებელია ორ-სამ ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება გამოიწვიოს.