29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს
29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს

29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს. შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში შესვლის „საფუძვლიანი მიზეზის“ მქონე პირებს.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს“, – განაცხადა ერნა სულბერგმა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები კარგად მოქმედებს, მათ შორის, ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 61 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, პანდემიამ 556 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.