29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი
29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში 27-28 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი