„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აპირებს ბელგიის ფეხბურთის ფედერაციაში სამწვრთნელო კურსების გავლას, რათა მომავალში მწვრთნელის დიპლომი აიღოს.
„მინდა სამწვრთნელო კურსების გავლა, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მივიღო B და A კატეგორიის დიპლომები. ამ მომენტისთვის სერიოზულად არ ვფიქრობ მწვრთნელის სამუშაოზე, ამისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ თუ მინდა კარიერის დასრულების შემდეგ დავრჩე ფეხბურთის სამყაროში, მინიმუმი მაინც უნდა გავაკეთო. ვფიქრობ, მარტიდან შევუდგები მეცადინეობებს“, – განაცხადა 28 წლის ფეხბურთელმა.