28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, შეზღუდვა არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, შეზღუდვა არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.

ამასთან, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეიზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი