28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება [ვიდეო] #1TVSPORT
28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მარტში საქართველოს ნაკრების შეხვედარზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.

„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – წერია ღარიბაშვილის განცახდებაში.

ამის თაობაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება.