28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.
მოქალაქეებს 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობს:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო” – გიორგი უგულავა
17. „საქართველო” – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები” – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.