სერბეთში, „პარტიზანის“ ვარჯიშისას გულის შეტევით გარდაიცვალა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი მაიკლ ოჯო.
ნიგერიაში დაბადებულმა მოთამაშემ პროფესიონალური კარიერა სერბულ „რაბოტნიჩკიში“ დაიწყო, რის შემდეგაც „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა და არაერთი ტიტულიც მოიგო. 2019 წელს სერბეთის ჩემპიონი გახდა, ერთი წლით ადრე ადრიატიკის ლიგა და სუპერთასი მოიგო.
ამ ზაფხულს 27 წლის ოჯო თავისუფალი აგენტი გახდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა „პარტიზანის“ დარბაზში. გულის შეტევაც მაშინ მოუვიდა, როცა გარბენს ასრულებდა. როგორც ექიმები იუწყებიან, საავადმყოფოში მიყვანისას მას სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა.
მაიკლ ოჯოს გარდაცვალებას გამოეხმაურა ქართველი გოგა ბითაძე, რომელსაც „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ არაერთი მატჩი გაუმართავს. გოგამ სოც-ქსელში დაწერა: „დიდებული ადამიანი, დიდებული მეტოქე…“