27 ოქტომბერს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
27 ოქტომბერს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2021 წლის 27 ოქტომბერს, 01:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.