27 მაისს თბილისში ბორის ბრეჟას ლაივსაღამო გაიმართება
27 მაისს თბილისში ბორის ბრეჟას ლაივსაღამო გაიმართება

27 მაისს Warehouse 7/მე7 პავილიონში თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანელი არტისტის, ბორის ბრეჟას ლაივსაღამო გაიმართება.

მუსიკოსი თბილისს მეოთხედ ეწვევა. მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი მუსიკალური სტილის, High-Tech Minimal გარდა, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს, მის გამორჩეულობას ასევე ხაზს უსვამს ბრაზილიური კარნავალის სტილში შექმნილი ჯოკერის ნიღაბი, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს.

Boris Brejcha-ს ამ მომენტისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს შექმნილი.

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში.