27 იანვარს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა იგეგმება, სადაც სატრანსპორტო დერეფნის საკითხზე იმსჯელებენ
27 იანვარს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა იგეგმება, სადაც სატრანსპორტო დერეფნის საკითხზე იმსჯელებენ

27 იანვარს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა იგეგმება, სადაც სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნის შექნის საკითხი უნდა განიხილონ.

შესაბამის ინფორმაციას რუსული სააგენტო „ერ-ბე-კა“ რუსეთისა და სომხეთის მთავრობებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამისი ფორმატის შექმნაზე მხარეები 11 იანვარს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

როგორც რუსული მედია იუწყება, მოლაპარაკებების მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის სრული გახსნისთვის საჭირო ნაბიჯები.

ერ-ბე-კას“ ცნობით, სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მათ შორის სომხეთის გავლით რკინიგზის მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან, ასევე სომხეთს რუსეთთან დააკავშირებს. ამავე დროს, მედიასაშუალების ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ავტომაგისტრალის მშენებლობაც სურს.

სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა პროექტების სია და მათი შესრულების გრაფიკი პირველ მარტამდე უნდა წარადგინოს.

დატოვე კომენტარი