საფეხბურთო აგენტთა ევროპული ასოციაცია (EFAA) და ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) ყოველწლიურად ერთობლივად ატარებენ დაჯილდოვების ცერემონიას, რომლის სახელწოდებაა – Globe Soccer Awards.
2020 წლის დაჯილდოვებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში – „საუკუნის მოთამაშე“, „საუკუნის მწვრთნელი“, „საუკუნის კლუბი“ და „საუკუნის აგენტი“. იგულისხმება XXI საუკუნე (2001-20). დაჯილდოვების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართება.
ხმის მიცემა შეაძლებელია Globe Soccer Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„საუკუნის მოთამაშის“ ნომინანტები – ანდრეა პირლო (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ანდრეი შევჩენკო (უკრაინა), არიენ რობენი (ნიდერლანდები), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), დევიდ ბექჰემი (ინგლისი), ფაბიო კანავარო (იტალია), ფრანჩესკო ტოტი (იტალია), ფრენკ ლემპარდი (ინგლისი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), იკერ კასილიასი (ესპანეთი), კაკა (ბრაზილია), კილიან მბაპე (საფრანგეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), მანუელ ნოიერი (გერმანია), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), ნეიმარი (ბრაზილია), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), რონალდინიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), სტივენ ჯერარდი (ინგლისი), ჩავი (ესპანეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი).
„საუკუნის მწვრთნელი“ – ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია), კარლო ანჩელოტი (იტალია), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), იოახიმ ლიოვი (გერმანია), ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია), ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია), მარჩელო ლიპი (იტალია), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი).
„საუკუნის კლუბი“ – ალ-აჰლი (ეგვიპტე), ბარსელონა (ესპანეთი), ბაიერნი (გერმანია), იუვენტუსი (იტალია), ლივერპული (ინგლისი), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), რეალი (ესპანეთი).
„საუკუნის აგენტი“ – ჯოვანი ბრანჩინი (იტალია), ჯონათან ბარნეტი (ბრიტანეთი), ჟორჟე მენდეში (პორტუგალია), მინო რაიოლა (იტალია), პინი ზაჰავი (ისრაელი).