27 და 28 აპრილს, გამონაკლისის წესით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის წესით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში,  რუსთავში, ბათუმსა და  ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.