27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება

14:46, 24.04.2020

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება.

„სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი