27-28 დეკემბერს სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის მე-10კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
27-28 დეკემბერს სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის მე-10კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

2017 წლის 27-28 დეკემბერს, სს „საქართველოს რკინიგზა” საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ10-ზე (საჯავახო) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ლიანდაგის შეკეთების სამუშაოების წარმოებას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოებთან დაკავშირებით, დროის აღნიშნულ პერიოდში,  დროებით ჩაიკეტება სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე მოხდება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სამუშაოთა წარმოებისა და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.