ირაკლი მაისურაძემ იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა
ირაკლი მაისურაძემ იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ფიგურულ სრიალში იუნორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

პირველობის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი მაისურაძემ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა, არც ისე წარმატებით შეასრულა თავისუფალი პროგრამა – 118.67 ქულა დააგროვა, რაც მე-15 შედეგი იყო.

საბოლოოდ, მაისურაძემ ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.

სოფიაში სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გამოდიოდნენ მარია კაზაკოვას და გიორგი რევია. მათ 136.757 ქულა დააგროვეს და მეცხრე ადგილი დაიკავეს.

იუნორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხივე დისციპლინაში რუსმა მოციგურავეებმა გაიმარჯვეს.