26 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

09:45, 26.10.2025

სინოპტიკოსების ცნობით, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი.

ასევე შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე – 2-3-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).

მსგავსი