26 მაისს თელ-ავივის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება
26 მაისს თელ-ავივის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება

ისრაელში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ 26 მაისს თელ-ავივის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება. საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს აქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. თელ-ავივის მერიის შენობა ა.წ. 26 მაისს 21:30 საათზე საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ძვირფასო თანამემამულეებო, მოგიწოდებთ აღნიშნულ დროს შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დღესასწაული. 26 მაისი, 21:30, იცხაკ რაბინის სახელობის მოედანი (კიკარ რაბინი), ქ. თელ ავივის მერია.

საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.