26 მაისს რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება
26 მაისს რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება

26 მაისს, 17:10 საათზე რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოს რკინიგზას“ თემატური ბრენდირებული სუვენირების დამზადება და მგზავრებისთვის მათი დარიგებაც დაევალა.

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს, სწორედ 17:10 საათზე მიიღო.