26 მაისს მოდი რუსთაველზე და გახდი პირველი არხის გადაცემების მონაწილე [ვიდეო]

„100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ – 26 მაისს პირველი არხი მაყურებელს უნიკალურ შანსს სთავაზობს.

13:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე ყველა მსურველს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს, ითამაშოს და მოიგოს წამახალისებელი პრიზები გადაცემებში: „წიგნების თარო“, „მარტივი ლოგიკა“, „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“.

გარდა ამისა, 26 მაისს პირველი არხი მაყურებელს განსაკუთრებულ ეთერს სთავაზობს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი იქნება მიძღვნილი. გადაცემები რუსთაველის გამზირზე პირველი არხის ლოკაციიდან გავა ეთერში, მოწვეული იქნებიან საინტერესო სტუმრები და პირდაპირ ეთერში გაშუქდება 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები.