26 მაისს ბათუმში წვევამდელები ფიცს სანაპიროზე დადებენ
26 მაისს ბათუმში წვევამდელები ფიცს სანაპიროზე დადებენ

26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ბათუმში სანაპიროზე გაიმართება. დღეს პირველი რეპეტიცია სამხედრო მოსამსახურეებმა ცერემონიის რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად გაიარეს.

„წლევანდელი ფიცის დადების ცერემონია იქნება განსაკუთრებით საზეიმო, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი გავიდა. ცერემონია ტარდება იმ ქალაქებში, სადაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული ბრძოლები და ერთ-ერთ ლოკაციად შერჩეულია ბათუმი“, – განაცხადა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებას ბათუმში საზღვაო აკადემია გააფორმებს. დამოუკიდებლობის დღეს დილიდან მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სპორტული აქტივობებიც. დღე გალა-კონცერტით დასრულდება.