26 - 27 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
26 - 27 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

26 – 27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 25 აპრილს საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 26 და 27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 აპრილს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 26 – 27 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.