25 წლის წინ, პრემიერლიგაში დევიდ ბექჰემის დებიუტი შედგა
25 წლის წინ, პრემიერლიგაში დევიდ ბექჰემის დებიუტი შედგა

3 აპრილს, ზუსტად 25 წელი შესრულდა ინგლისის პრემიერლიგაში ნახევარმცველ დევიდ ბექჰემის დებიუტიდან. „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილი 36-ე ტურის მატჩში „ლიდსის“ (0:0) წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

ბექჰემმა „მანჩესტერის“ მაისურით პრემიერლიგაში 264 მატჩი ჩაატარა და ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1995-2003 წლებში, ჯამში მან „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 394 მატჩი ითამაშა და 85 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის ექვსი ტიტულის გარდა, დევიდმა მანჩესტერულ კლუბთან ერთად მოიგო ინგლისის თასი (ორჯერ), ინგლისის სუპერთასი (ორჯერ), ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.