25 თებერვალს მოსკოვში „ნემცოვის მარში“ გაიმართება
25 თებერვალს მოსკოვში „ნემცოვის მარში“ გაიმართება

25 თებერვალს მოსკოვის ცენტრში „ნემცოვის მარში“ გაიმართება. მსვლელობის ორგანიზატორებმა შესაბამისი განაცხადი რუსეთის დედაქალაქის მერიაში უკვე შეიტანეს. მოსკოვის ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებს პასუხს სამი დღის ვადაში გასცემს.

აქციის მონაწილეები მოსკვორეცკის ხიდზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილს ყვავილებით შეამკობენ.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.