25 ივნისს ბუქარესტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნესფორუმი გაიმართება
25 ივნისს ბუქარესტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნესფორუმი გაიმართება

25 ივნისს ბუქარესტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნესფორუმი გაიმართება, – ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელესკანუმ, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე გააკეთა.

„აღმოსავლეთ ევროპის 10-წლიანმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ეს პროექტი წარმატებულია. მან შექმნა სოლიდური ჩარჩო ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის თანამშრომლობისთვის, ხელი შეუწყო ჩვენს დაახლოებას, ასევე მონაწილე სახელმწიფოების მოდერნიზაციას. ყველაფერი ეს მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობისკენ. რუმინეთმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, შეეცადა მეტი ფოკუსირება მოეხდინა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“, რათა ამ ინიციატივის სარგებელი უფრო თვალსაჩინო გახდეს. რუმინეთის ინიციტივით გაიმართა არაერთი მინისტერიალი და ღონისძება, რომელიც მიმართული იყო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. მეტიც, 25 ივნისს ბუქარესტში დაგეგმილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების ბიზნესფორუმი, რაც მიმართულია ბიზნესკონტაქტების გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.