25 დეკემბერს ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
25 დეკემბერს ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში. რის გამოც, 2019 წლის 25 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.