25 დეკემბერს, 16:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში, ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარამდე მოძრაობა შეიზღუდება
25 დეკემბერს, 16:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში, ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებულ სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე ჩარჩოვანი ხიდურა კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სწორედ ამიტომ საჭიროა ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2020 წლის 25 დეკემბერს, 16:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში 15 წუთით.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.