24 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო, საფრანგეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სახელმწიფო დეპარტამენტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
24 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო, საფრანგეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, თავი აარიდონ დემონსტრაციებსა და იმ ტერიტორიებს, სადაც არეულობაა მოსალოდნელი.
განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ იმ ამერიკელებსაც, რომლებიც 25 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სენ-დენიში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მატჩზე დასასწრებად ჩავლენ.
„მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ტერიტორიებს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. შაბათს, 24 ოქტომბერს სხვადასხვა ჯგუფის მიერ საპროტესტო აქციების გამართვაა დაგეგმილი. პარიზში NFL-ის მატჩზე დასასწრებად მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა ასევე უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით იყვნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საპროტესტო აქციების წინ უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. პარიზის რამდენიმე რაიონში 22-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით კომენდანტის საათი იმოქმედებს. შეზღუდვა 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. მარსელში კი შაბათს ყველა სახის საპროტესტო აქცია აიკრძალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდება, ხოლო არასრულწლოვნებისთვის მოქმედი კომენდანტის საათი სრულწლოვნებზეც გავრცელდება.
France: Violence and rioting, tied to ongoing protests, have recently occurred in France and may continue. The French government has indicated they will take steps to curb “illegitimate” protests, while those organized by groups such as trade unions would be allowed to proceed. Given the heightened concerns, avoid demonstrations and areas of unrest. Stay away from areas with large crowds or significant police activity. Numerous groups submitted plans for protests on Saturday, October 24. Americans in Paris for the NFL game on Sunday, October 25 should also exercise caution and be aware of their surroundings. While permits may be filed for demonstration routes, last-minute changes can happen and protests can occur outside planned routes. Recent demonstrations were violent and involved heavy property destruction, uncontrolled looting, and attacks on police. Police responded with crowd control methods including tear gas.
In Orléans, media report significant marches and protests planned for Saturday, October 24, and Sunday, October 25.
Curfews in parts of France, including some neighborhoods in Paris and the vicinity, might continue. Curfew decisions are made locally, can be implemented with short notice, and restrict gatherings and free movement to some public landmarks.
More at https://t.co/6boV7FQvAa— TravelGov (@TravelGov) October 22, 2026