24 ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომა გაიმართება
24 ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომა გაიმართება

24 ოქტომბერს ბრიუსელში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.

„განვიხილავთ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. მივესალმები ადგილზე ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც თურქეთისა და შეერთებული შტატების შეთანხმებას მოჰყვა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, შეკრებაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ერაყში ნატო-ს მისიის მიმდინარეობა იქნება.