23:30 საათიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება
23:30 საათიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური ​ სამუშაოების გამო, საბურთალოს რამდენიმე ქუჩას დღეს ღამით გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

23:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ცაგარელის (ყოფილი კრონშტანტის) ქუჩის 19, 35, 51ა, 57, 60, 64, 68, 69, 70/72, 71, 76, 82, 92 ნომრების, საირმის ქუჩის 35, 41, 51, 69, 78, 80 ნომრების, შმიდტის ქუჩის 58-60-ში მდებარე შპს „ჩემი სახლის“, ყაზბეგის გამზირის 9ა, 14ა, 16ა, 17, 19, 19ა, 19ბ, 19გ ნომრების, ვაჟა-ფშაველას გამზირის 14, 16, 18 ნომრების, ჯ.ბაგრატიონის ქუჩის 6ა, ტაშკენტის ქუჩის 10ა, შ.5-7, ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე 15/37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ამბროლაურის ქუჩის 4, მიცკევიჩის ქუჩის 25, 25ბ, 27, 27ბ, 29, 29ა ნომრების, შმიდტის ქუჩის 10, 12, 18, 22/24, 22, 36, 46, 74, 80 ნომრებისა და 100 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება ყაზბეგის გამზირის 16-ში მდებარე ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო კლინიკებს, №1 ექსპერიმენტულ და №64-ე საჯარო სკოლებს და ვირსალაძის სახელობის გიმნაზიას, სახელმწიფო არქივის შენობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 4 მაისის 09:00 საათიდან და დასრულდება 15:00 საათისთვის.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.