230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა
230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა.

მათივე ინფორმაციით, დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.