23 ქულა 24 წუთში - შერმადინი ესპანეთში ტურის საუკეთესოდ მეოთხედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მადრიდის „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და 87:74 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ცენტრი იყო, რომლის სტატისტიკა ასეთი გახლდათ:

24 წუთი, 23 ქულა (9/7 ორქულიანი, 11/9 საჯარიმო), 9 მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 33.

გიორგის კარგად აჰყვა ფინელი სასუ სალინი, რომელმაც 15-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 20 ქულით დაასრულა.

როგორც დავწერეთ, ეს იყო გადადებული შეხვედრა. ესპანეთის ლიგის ჟურნალისტები საუკეთესოს გამოსავლენად სწორედ ერთ თამაშსღა ელოდნენ. შერმადინის 33-ბალიანმა სარგებლიანობამ ყოველგვარი შეკითხვა მოხსნა – ტურის საუკეთესოდ სწორედ ქართველი დასახელდა.

გიორგი ამ სეზონში ტურის MVP-ად მეოთხედ აღიარეს.