23 ოქტომბრიდან თბილისის დამატებით მოემსახურება 54 ახალი მიკროავტობუსი და 38 „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი
23 ოქტომბრიდან თბილისის დამატებით მოემსახურება 54 ახალი მიკროავტობუსი და 38 „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი

23 ოქტომბრიდან თბილისის დამატებით მოემსახურება 54 ახალი მიკროავტობუსი და 38 „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი მიკროავტობუსები არის ევროპული ტიპის.

„23 ოქტომბრიდან თბილისის დამატებით მოემსახურება 54 ახალი მიკროავტობუსი, ეს არის ევროპული ტიპის თავისი გაგრილება, გათბობით მიკროავტობუსები. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღის განმავლობაში, დაახლოებით 400 ათასი მგზავრი გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან ჩვენ გვეყოლება, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, 38 „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გადის ხაზზე და ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებას მივაწოდოთ კონკრეტული მარშრუტებით, სად იმოძრავებს ეს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. მომავალ წელს ვაპირებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. 200 ერთეული ავტობუსი სჭირდება დედაქალაქს, რომლების კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ თავიანთი გაბარიტებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.