23 ლეგენდა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ - უკრაინელებმა სიაში კალაძე შეიყვანეს
23 ლეგენდა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ - უკრაინელებმა სიაში კალაძე შეიყვანეს

უკრაინულმა გამოცემა „ფუტბალ.უა“-მ იმ ცნობილ ვარსკვლავების სია შეადგინა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშეს, ამ საპატიო სიაში კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და „მილანის“ ყოფილი ვიცეკაპიტანი კახა კალაძე დაასახელა.

„სიაში მხოლოდ ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს, რომ პლანეტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვერ ითამაშეს, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებად სამართლიანად მიიჩნევენ“, – წერს გამოცემა.

ამრიგად, თქვენი ყურადღება იმ მოთამაშეთა გუნდს, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ:

მეკარეები: ნევილ საუტჰოლი, ალენ გუამენე, იუსი იასკელაინენი

მცველები: ავი კოენი, როჯერ მენდი, სემი ჰიუპია, ჰასან სალიჰამიჯიჩი, კახა კალაძე, იონ არნე რიისე

ნახევარმცველები: ჯორჯ ბესტი, აბედი პელე, იარი ლიტმანენი, რაიან გიგზი, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ხუან არანგო, სეიდუ კეიტა, ალექსანდრე გლები

თავდამსხმელები: ალფრედო დი სტეფანო, იან რაში, ჯორჯ ვეა, ეიდურ გუდიონსენი, დიმიტარ ბერბატოვი

გამოცემამ ყველა მოთამაშე ცალკე დაახასიათა, მათ შორის – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანიც კახა კალაძე.

„კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში 83 მატჩი გაატარა (მეტი შეხვედრა მხოლოდ „მილანში“ აქვს), რაც „ჯვაროსნებში“ მეოთხე მაჩვენებელია. „როსონიერის“ შემადგენლობაში, კალაძემ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ – სერია „ა“, ისევე როგორც მრავალი სხვა ტიტული. კიევის „დინამოსთან“ ერთად კალაძე სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული და უკრაინის თასის მფლობელი, ხოლო თბილისის „დინამოსთან“ ერთად 4-4-ჯერ მოიგო ჩემპიონატი და საქართველოს თასი. გარდა ამისა, საქართველოში მცველი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ აღიარეს“, – წერს „ფუტბოლ.უა“.

დატოვე კომენტარი