23 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 600
23 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 600

23 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 600 მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

„აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.