23 აპრილიდან ახალი გადაცემები რადიო პირველი არხის ეთერში
23 აპრილიდან ახალი გადაცემები რადიო პირველი არხის ეთერში

23 აპრილიდან რადიო პირველი არხის ეთერში ორი ახალი გადაცემა გავა. შემეცნებით-გასართობი გადაცემა“სახლისკენ”, რომელიც ეთერში იქნება ყოველ სამუშაო დღეს 18:00 საათიდან, გადაცემას წამყვანები ქეთი ელიეშვილი, დავით ველიჯანაშვილი, ანო თაკალანძე და ლუკა ჭოჭუა გაუძღვებიან.

ბასა ჯანიკაშვილის საავტორო გადაცემა – “საუკეთესო წიგნები” ეთერში იქნება ყოველ სამშაბათს 11:05-ზე და შაბათს 17:10-ზე. გარდა ამისა, ეტაპობრივად იგეგმება სხვა ახალი გადაცემების ეთერში ჩაშვებაც.

ასევე 23 აპრილიდან რადიო პირველ არხზე მუდმივად განახლებული საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გავა, რაც უზრუნვეყოფს მსმენელისთვის უახლესი და გადამოწმებული ინფორმაციის  ოპერატიულ მიწოდებას.

რადიოს საეთერო ბადის ეტაპობრივად განახლება ევროპის,მათ შორის, EBU-ს წევრი რადიო მაუწყებლების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ადგილობრივი აუდიტორიის კვლევის საფუძველზე იგეგმება.