23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი, გზებზე ლიპყინული

13:01, 22.12.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.

მათივე ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე ორ-სამბალიანი ღელვა.

შესაძლებელია, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი