23-24 აპრილს საქართველოს უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
23-24 აპრილს საქართველოს უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.