შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველო-ინდოეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ხალხების კეთილდღეობის გაზრდის მიზნისთვის
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველო-ინდოეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ხალხების კეთილდღეობის გაზრდის მიზნისთვის

საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ინდოეთში ჩამოვედით, სადაც ხვალიდან ოფიციალური ვიზიტი დაიწყება, ინდოეთში პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით ვიმყოფებით, აღსანიშნავია, რომ საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ეს არის საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინდოეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვის და ახალი იმპულსის მიცემისთვის, ასე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის.

„თანამედროვე სამყაროში საქართველოს კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ რისკის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას აქვს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ შუა რგოლს გამოვიყენოთ მაქსიმალურად. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ხალხების კეთილდღეობის გაზრდის მიზნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.