კანადელმა მოციგურავემ, გაბრიელა დეილმანმა „მის ონტარიოს“ სილამაზის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
ამით სპორტსენმა მიიღო უფლება – მონაწილეობა მიიღოს „მის კანადას“ კონკურსში, რომელიც ნოემბერში ჩატარდება. ამ კონკურსზე წარმატების შემთხვევაში, დეილმანს „მის მსოფლიოზე“ გამოსვლის შესაძლებლობა ექნება.
„ჯერაც არ მჯერა, რომ „მის კანადაზე“ მივდივარ. ეს უდიდესი პატივია ჩემთვის და მე აქ არ ვიქნებოდი ჩემი გუნდის გარეშე“ – დაწერა დეილმანმა ინსტაგრამზე.
22 წლის დეილმანი 2018 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში. ის კანადის ორგზის ჩემპიონიცაა. ასევე მოპოვებული აქვს ბრინჯაო მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე.